თებერვალია


თებერვალია 
მზის სხივები ღრუბლებიდან იჭყიტებიან ..
თითქოს გაზაფხული ვეღარ უძლებს ლოდინს..

ლოდინი არავის უყვარს -ის მტვრის ნაწილაკივით უჩინარს გხდის ,გამძიმებს ..

შიშველ ხეებს თებერვლის ამინდი თავბრუს ახვევს ,მახეში აბამს ..

გეღიმება -ასეთი არეული ამინდები გიყვარს ,მასში შენ თავს პოულობ ,ცოტახნით შენი მსგავსი აჩრდილებიც დააბიჯებენ დედამიწის გამომშრალ ზედაპირზე ,მცირეოდენ ნაკვალევს ტოვებენ შენ კი მათ მიყვები ,
შეიძლება ჯანდაბაში გაგგზავნოს ამ ნაკვალევმა ..

ქუჩის კუთხეში უკვე ჰყიდიან იებს ,ენძელებს ...
თვალებდახუჭული უვლი გვერდს ,მათი სურნელი კი სხეულში გიძვრება და მთელი დღე მათთან ერთად დააბოტებ ..
დაძინებისას ფანჯარას ოდნავ აღებ, თებერვლის ამინდებს მარტო ვერ ტოვებ ..

სოფელში თოვს -ფანჯრებს აწყდებიან ბავშვები ..
ხელები ისევ გაგეყინა ,სახელოებს ჯიუტად ექაჩები ,
ხელთათმანები ჩანთით დაგაქვს ...

უღიმღამო თებერვლის დილას სახლიდან საჩქაროდ გადიხარ ,გაჩერებაზე მდგომი პირველივე ავტობუსს მიყვები ,
ავტობუსი ცარიელია ,ფანჯარასთან ჯდები ,დაორთქლილ მინას თავს ადებ და იკარგები...
გაჩერებებზე ხალხი ამოდის ,ნაცნობებიც ხვდებიან ერთმანეთს ,შენ ვერავის ამჩნევ ,უფრო 
ვერაფერს ...
ფიქრებს ჩაებღაუჭე და იანვარს გასატანებელ დარდებს არ გაატანე ისინი ,ვერ გაიმეტე ..
გინდა რომ გაზაფხული მოვიდეს ,მაგრამ გრძნობ რომ უფრო ზამთრდება ,უფრო ცივა ,უფრო იყინები..

ჩანთიდან პლედი ამოაძვრინე და მოიხვიე ..

უღიმღამო თებერვლის დილას ავტობუსიდან ავტობუსში იმოგზაურე ,მეტროს ბაქანზეც 28ჯერ დაელოდე მატარებლის კარის გაღებას ..
01/02/2019 /ნენე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი