ბოდიში შექსპირს
იანვრის თვეს დამეხატა, მე გრძნობების გზა და კვალი, თებერვალში გავუღიმე და გავუღე გულის კარი, მარტის თვეში შემომესმა ბაითი ჰანგი ძველი, აპრილის თვეს ამიყვავდა იასამნის ნაზი ველი, მაისია ჩემთვის ის თვე, როს გავიგე გრძნობის ნოტი, ივნისმა კი მომაგება ალუბლების ნორჩი ტოტი, ივლისმა სულ ამიფეთქა მე გრძნობების ხატვის გამა, აგვისტოში დამისრულა პეიზაჟი რენუარმა, სექტემბერში პირველ დილას მომეზმანა შენი სახე, გავიფიქრე ცოცხალია როგორც გულის დიდი მახე. ოქტომბერში სევდისფერი თითქოს ნაზი სუსხიც ვნახე, ნოემბერში სითბო ვიგრძენ, როცა ისევ დაგინახე, დეკემბერში ამ დიდ გრძნობას თუ დაარქვი ლექსი, მიჩუქნია შენთვის, ბოდიშს ვუხდი შექსპირს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი