ჩვენი მომენტის ნაზი სონეტი
როს მე ვიგრძენ სხივთა კრთომა, სითბოების ნაზი ვნება.. გაზაფხულზე შენს ბაგეებს კვირტი თეთრად დაადნება. სილამაზეს რომ შეხედავ, თავს დაგიხრის დაგნებდება, ჩემი სულის ყველა სხივი მხოლოდ შენთვის აენთება.. ტაძრის თავზე, გარიჟრაჟზე, შობის დილა გათენდება და ის როგორც შემოქმედი დინჯად ციდან გვაკვირდება, ქებას გვითვლის და გვიქადის, მყუდროებას არ აქვს ფასი და ამ დიდი გამის მსგავსი, სათნოების დიდი თასით, სადღეგრძელოს მომაძახებ.. -რას დაუდევ ამ ცხოვრებას, ხომ გავირთეთ თავი ვალსით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი