Dìes Martìs


უკვე სამი ღამე გავიდა,
დრო არ გადის- dies matris
ვუსმენ წვიმის წვეთებს,
თითქოს თოვლი ისე ბარდნის.

მეც არვიცი, ყოველ ღამე,
შენზე ფიქრი, რატომ დამდის,
შენს ღიმილს წარმოვიდგენ,
ბაგეები ყალყზე ამდის- dies matris

დამეკარგა მოსვენება,
უკუნითი სიბნელეშიც 
შენი სახე ნათლად ჩნდება,
ღმერთო რა მჭირს?- dies matris

მესმის ზაფხულს გაგიცანი
ჩემთვის შენ ხარ მაინც მარტი
შენს დადგომას ველოდები
როგორც იაც, ყოჩივარდიც - dies matris

Vìs Verìs Florìeť

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი