რა ფერი აქ ზეცას
გაიმურა ზეცა, ციდან წვიმის წვეთმა დამისველა ნაზად ლოყა, არ გაჩერდა, წვეთი წვეთზე იყო დენა. ჩამომენგრა თავზე ზეცა, უიმედოდ დარჩენილს, შიშმა მძლია ვერ გავბივარ, ერთ ადგილას გაჭედილს მხოლოდ გზა მაქ გაძლებისა. უცებ სიო შემეშველა, გამაგრდიო ჩამჩურჩულა, დავუცადე და ზეცით სხივმა გული ისევ ამიძგერა, თითქოს ვიღაც მიღიმოდა. ეს ღიმილი მქონდა ნატვრად. ისევ მყარად დგომა მიწევს, ისევ კლდე ვარ, პეტრეს ძმა ვარ ვერ დამღუპავს ბედისწერა, მე არ მივცემ ამის ნებას, ოღონდაც ისევ გამიღიმო, მუდამ შევძლებ მასთან ბრძოლას. ესე ნაზად რომ მიყურებ, გული თბება ნუთუ სიყვარული ასე ჩნდება? მორიები მოცვენილან, ჩემს მომავალს დასწყევლიან, თუმცა ამ დროს ჩემი ზეცა, შენი თვალების ფერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი