სხვადასხვა გროვები (ალუდა და ინდიელები)


პრერიებისკენ ინდიელები სკალპებს აგროვებდნენ
ჩვენთან კი შატილში კედლებზე მკლავები ემაგრა 
და როცა ალუდამ ცოდვა-ბრალით მონათლულ წესებს ზედ გადაუარა
ამერიკაში ყველა ინდიელს ბედმა პირში თოფის ლულა ჩასჩარა

ალუდა თემიდან მოკვეთეს და დღემდე მოსიარულე მკვდრებთან ერთად დაწანწალებს
ინდიელები კი დემოკრატიის ქვეშ ჩააბეტონეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი