წესრიგი ქაოსში


როცა მე და მამაჩემი ამ მახინჯ გზაჯვარედინს გავდივართ
სულ ვამბობთ, რომ დროა ზედ გადასასვლელი დახაზონ.
რადგან მის გარეშე გზაც, ხალხიც და მძღოლიც მუდმივად ბრმაა, 
თან განა თვალებში, უფრო გონებაში.

და თუ ამ გადასასვლელს მართლა დახაზავენ
შემდეგ დავფიქრდები, ფიქრებს თეთრ დრონს გამოვაბამ 
ზემოთ ავაფრენთ და ისე დავაკვირდებით ქვემოთ ნააზრევს.
მერე ჩამოვალთ და ვიტყვი:

„აი ასე ჩააშენებენ ხოლმე ათქვეფილ ქაოსში წესრიგს.
მერე და როგორ გაიდგამს ეს წესრიგი ფესვებს?
როგორ მოათვინიერებს ყველას,
მოათვინიერებს რო ჩემს ფეხებს, შენს ფეხებს, მათ ფეხებს?
მათ მზერას მათ ფიქრებს?
რათა სრულად მოედოს და საწესრიგოდ აამუშავოს.”

არ ვიცი, რადგან ქაოსი კი არა - მორევია,
იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც მორევი შეიძლება შეიცავდეს ქაოსს.
მან იცის, ვისაც ემოცია არ მორევია,
რადგან ემოციის ოდენობა პირდაპირპროპორციულად შეიცავს ქაოსის ნაოჭს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი