სულელი ქალი


შენი სურნელი,  შენი ამბორი 
ვერ შეედრება ვერცერთ სუნამოს...     
ისევ გამითბობს  შენი სურვილი   
ამ შემოდგომის ყვითელ საღამოს.                                                      ჩემი სხეულის თრთოლვა მე გამცემს, შემცხვება როგორც პატარა გოგოს....                                მერე დავმალავ, შევფუთავ გრძნობებს,                          შეფარკლულ სახეს დანამავს ცრემლი ...                                                და მადლიერი რომ მყავხარ ჩემო დამათენდება ღამე უძილო..
დილას შევხვდები როგორც მზის სხივი                                                იმედით, ნატვრით და მოლოდინით...                                      და მაგნიტივით მე რომ მიზიდავს
შენი სურვილის ძალა....           
და მომინდები ...                               
და მომინდება...
თუნდაც ერთხელ შევიგრძნო ისევ,
რომ კვლავ გიყვარვარ, 
ისე როგორც მე შემიძლია...                                
გიჟია,  გიჟი.... 
ვიცი ასე შემარქმევთ ალბათ....                                    თუმც  სიყვარული არნახული საგიჟეთია...                                           შენი სურნელი გამყვება დიდხანს, 
არ ჩამოვიბან, ასე ჯობია
დამცინით?  მიხვედრა უნდა.... 
მიზეზი? ლოდინი ძნელი.... 
გაოცებთ?  სულელი ქალი....         
დარჩენა მარტო...                
იწყება ათვლა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი