ჩემს შვილს!


დღეს ხუთშაბათია, 16 აპრილი, 2020 წელი. 
 ხვალ წითელი პარასკევია, უმძიმესი დღე და 
 მე არვიცი, როგორ შემეძლო, შენ ასეთი ნაწყენი და გულნატკენი, სხვის მკლავებს შეფარებული დამეტოვებინე და წამოვსულიყავი სახლში...
 არც შემეძლო და 
არც მინდოდა. 
....მაგრამ სხვანაირადაც ვერც გამოვიდოდა და დროც არ ითმენდა. 
 მე კი, საკუთარ თავზე გაბრაზებულმა უფრო მეტად გატკინე გული და 
 წამოვედი... 
 სხვა დროსაც დამიტოვებიხარ, სხვა ვითარებაში, სხვანაირად...
... მაგრამ ახლა, შენს გარეშე, ამ საწოლში ყველაზე მარტოსულად ვგრძნობ თავს... 
 გაწყენინე და გულში ვეღარ ჩაგიკარი, ვერ მოგეფერე და პატიება ვერ გთხოვე.
ვერ გკითხე: –დეე, გიყვარვარ? 
 და შენ არ მიპასუხე: – "ტიო"! 
რომ გეკითხები ხოლმე: 
– როგორ გიყვარვარ დე აბა? 
 შენ კი მპასუხობ: 
– ესე, ესე...
....დაა
 გულში მიკრავ, მიხუტებ.
 შენი პატარა ხელებით მეფერები და მკოცნი ბევრჯერ... 

მერე იძინებ.. 
 მერე მეძებ ღამე, შენი "პაწუწა" ხელებით . მათვალიერებ ვარ თუ არა შენთან და მეძახი:  – ია, ია. !
 მე გეუბნები რომ აქ ვარ, შენ მეხუტები. 
 მე გეკითხები: – ჩემთან ჩახუტება გინდოდა დეე? 
შენ მპასუხობ: – "ტიიი".... 
 მეხუტები და, აგრძელებ ძილს...

 ახლა კი შენი პატარა ხელების გარეშე, შენი სიყვარულის გარეშე, სამყაროში კიარა, ამ საწოლში ჩავიკარგო ლამის.. ! 

 შენ ხარ სიცოცხლე ! 
შენ ხარ გადარჩენა ჩემი! 
უშენოდ, არაფრად არის ღირებული ჩემი ყოფა.
 დე, 
ხვალ, ისეთი დღეა... შენს სიყვარულს მინდა მოვუნდე! 
 ხვალ, ისეთი დღეა, საკუთარი ცოდვები მინდა ვიმარხულო! 

შენს სიყვარულს და ,
პატიებას მინდა მოვუნდე! 




*** მარხვა, შენს გამო! 

 ხვალიდან, 
მინდა ვიმარხულო, 
მხოლოდ შენს გამო! 
რომ გავამართლო 
ჩემი წილი, 
ქრისტეს წამება! 
 ქრისტეს ის ტანჯვა , 
ჩემი ცოდვა რომ იტვირთა და... 

 თავისი სისხლით, წმინდა სისხლით, რომ მაზიარა... 
 გამოისყიდა ყველა ჩემი ცოდვა უსიტყვოდ, 
 ჯერ კიდევ მაშინ, როცა თვითონ არსად ვიყავი. 

ხვალ, 
ჩემო ციცქნა, 
ხვალ ისეთი დღე არის შვილო, 
რომ მინდა ჩემი ყველა ცოდვა მოვინანიო! 

 ხვალიდან შვილო, 
ვიმარხულებ მხოლოდ შენს გამო! 
 ....და
 მესამე დღეს
 უფალს ვთხოვ რომ 
ჩემს სულში იშვას.. ! 

რომ მესამე დღეს, 
 მესამე დღეს, 
 ქრისტეს აღდგომის! 
ვიზეიმოთ და....
.... შენს სიყვარულს მინდა
მოვუნდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი