მარხვა, შენს გამო! (2 წლის შვილს)
*** მარხვა, შენს გამო! ხვალიდან, მინდა ვიმარხულო, მხოლოდ შენს გამო! რომ გავამართლო ჩემი წილი, ქრისტეს წამება! ქრისტეს ის ტანჯვა , ჩემი ცოდვა რომ იტვირთა და... თავისი სისხლით, წმინდა სისხლით, რომ მაზიარა... გამოისყიდა ყველა ჩემი ცოდვა უსიტყვოდ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თვითონ არსად ვიყავი. ხვალ, ჩემო ციცქნა, ხვალ ისეთი დღე არის შვილო, რომ მინდა ჩემი ყველა ცოდვა მოვინანიო! ხვალიდან შვილო, ვიმარხულებ მხოლოდ შენს გამო! ....და მესამე დღეს უფალს ვთხოვ რომ ჩემს სულში იშვას.. ! რომ მესამე დღეს, მესამე დღეს, ქრისტეს აღდგომის! ვიზეიმოთ და.... .... შენს სიყვარულს მინდა მოვუნდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი