ნათელი ღამეები ☆


ადამიანები, საკუთარი სულის სიღრმეებიდან ღამეებს ასულდგმულებენ ... 

 ადამიანები,  რომლებიც "საკუთარ ნათელს ჰფენენ ღამეს"..! 
ადამიანები, რომლებიც სანუკვარ ოცნებებს ღამესთან იყოფენ... 

  ამ ღამეებს არაქვს დასასრული. 

....  რომ არა ასეთი ადამიანები,
 არ იქნებოდა ღამე ასეთი მშვიდი...
არ იქნებოდა ღამე ასეთი წყნარი... 

არც ასეთი დარდით სავსე იქნებოდა ღამე....

 რომ არა ასეთი ადამიანები,

სევდით ჩამოღამებულს ვინ მოჰფენდა ნათელს... 
 
 ადამიანები, საკუთარი სულის სიღრმეებიდან, ღამეებს ასულდგმულებენ!

ადამიანები, რომლებიც სანუკვარ ოცნებებს ღამესთან იყოფენ სინათლის სხივებს სჩუქნიან მას..! 

 ასეთი ადამიანები რომ არა, ვინ ანუგეშებდა ღამეს სევდით ჩამოღამებულს! 

 ღამეები ივსებიან ჩვენი სულის სიღრმეებიდან გამომეტებული სინათლით... ივსებიან და თენდებიან.... 

 🌑🌘🌗🌕

სინდვილეში დღე და ღამე კი არ სცვლის ერთმანეთს, 

 ადამიანები, ჩვენი სულის ნათელი ნაწილებით ვათენებთ მას ... 

***
 როგორ გგონიათ მხოლოდ ჩვენით სულდგმულობს ღამე? 

 სულ მეფიქრება ხოლმე და მგონია, ალბათ ღამეებიც მადლობის ნიშნად ჩვენს ოცნებებს აგროვებენ, შემდეგ კი ვარსკვლავებად ხატავენ ცაზე. 

ისეთი წესებიც არსებობს არავის რომ დაუდგენია და სურვილისამებრ ვითვალისწინებთ.

თუ ასე არაა, მაშინ რატომ მივეჩვიეთ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავის დროს სურვილების ჩაფიქრებას ?!

 ისეც მომხდარა, სურვილის ჩაფიქრება ვერ მოგვისწვრია, მერე კი ახალი ვარსკვლავის მოწყვეტას დაველოდებით ხოლმე.

ასე იმიტომ ხდება ალბათ, რომ ღამეს თავისი სამართალი აქვს...
 რომ ვერ აგიხდენს სხვის ოცნებაზე ღამე შენს სურვილს.

 ასე წყდებიან ციდან ჩვენი ოცნებები და ჩვენ, მხოლდ მაშინ მოვასწრებთ სურვილის ჩაფიქრებას როდესაც ჩვენი ოცნება მოწყდება ციდან. ^^

 ხშირად მეფიქრება ხოლმე, 
იქნებ ის, რასაც სასწაულებს ვეძახით, მადლიერების გამოხატულებაა ღამისგან.
 იქნებ ღამე ასეთი ფორმით გვიხდის მადლობას, ჩვენი სულის სიღრმეებიდან მისთვის განაწილებული სინათლის ნაცვლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი