* * *


ზამთარი მოდის...
მძვინარე სიცივეს შია...
ნელ-ნელა იცრიცება ჯაჭვი,
რომლითაც ამირანივით დაბმულია
თოვლის უთეთრესი სიცივე,
სუსხიან ქარიშხალს სწყურია.
სწყურია მუსიკა,
რომელსაც ააჟღერებს ფანჯარასთან.
ყოველი იკმაყლფილებს ყოველს.
შიმშილისაგან გამთბარი ბიჭი
ფრჩხილს იკვნეტს,
სისხლიც სდის და 
წყლის ნაცვლადაც სვამს.
მოდის ზამთარი.
მიაქვს ფოთლების შრაშუნი,
მოაქვს თეთრი მანდილუს ჭრაჭუნი,
და შემოდის 
ზამთრის სახელობის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით,
გაზაფხულისფერი ვიოლუნოს,
ზაფხულისფრი კლარნეტის და
შემოდგომისფერი არფის გარეშე.
მხოლოდ ჩელო, ვიოლანჩელო, 
ორღანის ჟრუანტლისფერი ხმა
და მომაკვდინებელი სიწყნარე,
აი ესაა ორკესტის პარტიტურა,
დირიჟორი კი არ ჩანს,
მაგრამ რომელი როიალიდან ამოყოფს თავს
და იმარტებს
თეატრის დირექტორმაც არ იცის!..
რა კარგია მოულოდნელობებით სავსე,
სავსე ვით ხევსურულ ყანწში კახური ღვინო,
სამყარო,
მაგრამ მოულოდნელი არაა
რომ ამ ზამთარსაც ვიღაც ლოთი, უსახლკარო ან სულაც ვიღაც
გარეთ დარჩება და ორღანის
ზამთრისფერი  მუსიკა საბოლოოდ შეჭამს მას
და ვიოლანჩელო თავისი ბასრი ხმით გაყინავს...
მაგრამ მოულოდნელობით სავსეა
მარტის პარტიტურა,
ან ვარდი ამოფეთქდება
ანაც ორკესტრს ცეცხლი მოედება,
ანაც კი თავად გაიყინება და ჩვენ გავთბებით!



© იაგო ქებურია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი