ცხოვრების ოქტავა


I
როცა შემოდგომაზე ტყეს შეხედავ ის ხანძარი გეგონება.

II
როცა ზამთარში ტყეს შეხედავ თითქოს ის ნახანძრალია,
როგორც გული, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ..

III
როცა გაზაფხულზე ისევ ტყისკენ გაიხედავ,
ლამაზი ყვავილებით აფეთქებულსა და ნაზი სუნით დახუნძლულს ნახავ,
ის შენს გულს ჰგავს, როცა საყვარელ ადამიანს შეურიგდები...

IV
როცა რაღაც მოგენატრება და გახედავ ზაფხულის ტყეს,
რომელსაც ოხშივარი ასდის და დაღლილია.
უცბად გახსენდება რომ მას შემოდგომაზე ნეკერჩხლისფერი მოედება
და ზამთარში კი დათვივით დაიძინებს....

V
როცა არც ზამთარია, არც ზაფხული, არც შემოდგომა და არც გაზაფხული
ამ დროს, წელიწადის ამ უცნობ სეზონს ჰქვია ―
შვებულება.
და შვებით ამოისუნთქავ წელიწადის დროებით დაღლილი და და
მაინც დაიღლები, გახსენდება რომ დრო კარზე დაგიკაკუნებს.....

VI
ცვრისფერი ნამი მოედება შენს გულს და ამოიოხრებ.
ტკივილები განისლდებიან და მათ მანქანის შუქი გაჰკვეთს
და გამოტყვრება საიდანღაც სხივი ნათელი
და გაფანტავს დარდებს აბურდულს მზის ერთი სხივი,
თუ გაგიმართლა და მზის სხივმა ცხრავემ გამოსჭვივა
ჩათვალე რომ გასხივოსნდი და კეთილი ხარ......

VII
ბოლოს ლაღბავშვობაგამოტარებული ნაოჭებს დაითვლი,
რამდენიმე ღერი ჭაღარაც გაგცვივდება და
საბოლოოდ ემგვანები ხეს.
მუხის დამჭკნარ ქერქს მაგონებს ნაოჭი შენი,
ხოლო ჭაღარა, სავარცხელში მიტმასნული, შემოდგომის მუხა მგონია.
ანუ საბოლოოდ რომ ვთქვათ ადამიანი ჰგავს ხეს,
ან პირიქით, ხე ჰგავს ადამიანს და წელიწადის დრო ერთნაირი აქვთ.......

VIII
ბოლოს ტკბილსიბერეგამოტარებულს ზამთარი მოგადგება.
შეგაწუხებს სახსრები და მარილები. მუხლები მეხის ხმასავით იხმაურებენ.
შენი მოსმენა არავის მოუნდება,
შვილსაც თავს მოაბეზრებ, რადგან „ნაავადარი ჭადარივით“ სკლეროზი გჭირს.
სიარულიც არ შეგიძლია.
შემოდგომისფერი სითხე გამოჟონავს სხეულიდან.
ბოლოს კი ამ ტყის ხიდან გამოთლილი ძვალშესალაგით
წაგაბრძანებენ ამ ტყისკენ სადაც შენი ძვლების შესალაგებლად მიწაა გაჭრილი........

იაგო ქებურია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი