სონეტი N8
გადავშალე ბაირონი, გოეთე და სხვანი, გადავშალე პუშკინი, ახმატოვა ტკბილი, ბროდსკი, მაიაკოვსკი და ლერმონტოვი თბილი, სხვებმაც მომცეს ტკბილმეფურად საოცარი ბანი. მოცარტს უკრავს წვიმა, თოვლი ჩაიკოვსკად მოდის, მთვრალი კაცი ჭიქას ტეხავს, ყურში ჯაზად მესმის. სიტყვის კაშნედ მომეკიდა ჟამისფერი ცეცხლი. ჰარმონია სხვა რა გინდა, შრიალია ფოთლის. ხელოვნება სისხლს მოითხოვს, თავგანწირვას მეტად. ხელოვნება უკვდავია, ვით უფალი, ღმერთი. ჩემს ჭმუნვასთან, ჩემს დარდებთან მე ვარ მარტო, კენტად. ხელოვნებამ ამიტაცა, სონეტს ცაში ვწერდი. დავიჩოქე, როს ვიხილე ფეხშიშველი მუზა, ხელი თავზე გადამისვა, ჩემთვის კარგი სურდა... 19.12.2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი