დილა
„შენმა ხელებმა შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია.“ იობი 10, 8 ცა იყო ლურჯი, ცა იყო ვრცელი, და იყო სული იმ ზეცის ფერი, იყო სხეული ძარღვებით სავსე, იყვნენ ჩიტები, აფრენის ზღვარზე, და იყო წყალზე ფოთლის ნავები, ყამირ მიწაზე ყვავილნარები, ბრუნავდა ბურთი ადამისფერი, ღელავდნენ ლურჯი, უძირო ზღვები, ნაპირს ქარგავდა მაქმანთა ქაფი, მთის გულში დუღდა ვულკანთა ლაფი, ეძინა მთვარეს, ვარსკვლავთა მძივით, და ჩემში თვლემდა მზისფერი სხივი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი