ბაბუაწვერა
იცოცხლე დიდხანს, ბაბუაწვერა! ჩემს ამოსუნთქვას ვერ მივანდობ შენს ციცქნა შვილებს, მინდორ-მინდორ მარტო ფრენისთვის ვერ გავიმეტებ… ვერ გავფანტავ, ოცნებებისგან ვერ განვძარცვავ შენს მწვანე ფოთლებს ფრთისებრ დანაკვთულს… და დღის დასასრულს ისე გაგანდობ , ჩუმად, ჩემს ნატვრას… შენ შეახსენე დილისფერ სხივებს, მზე რომ ოქროსფერ შუქს მოაფრქვევს ხასხასა ბალახს… იცოცხლე დიდხანს, ბაბუაწვერა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი