ჯვარცმა


ოსანა , ოსანა! -
გუშინ გაჰყვიროდნენ,
დღეს კი, ბარაბა ჰყავთ
უკვე არჩეული…

პასექის ცხოვარი,
სულის  მაცხოვარი - 
ჯვარზე გაკრული და
წვივებდამტვრეული…

- ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! - 
მრისხანე სახეთა
და უვიც ბაგეთა
განაჩენს უსმენდი…

უსიტყვო თვალებთა
ლოცვა ღაღადებდა,
მაგრამ ვერ იტევდნენ
“მართალთა” სულები…

- შეუნდე, მამაო, -
მათთვისვე იტყოდი,
მათთვისვე ფიქრობდი
მამასთან წარდგომას…

მხოლოდ ავაზაკის,
ცოდვილის სინდისი
გრძნობდა შენს ნათელს 
და
მომავალ აღდგომას…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი