ალბერ კამიუს მრწამსი


მარტო ვარ თუ სხვებთან ერთად, ვცდილობ ვაკეთო ჩემი საქმე.
და ზოგჯერ თუ ძალიან მიმძიმს, ამის მიზეზი გახლავთ ის , რომ ჩემს პროფესიას, ძირითადად, ამ საზარელ, ფსევდო-ინტელექტუალურ საზოგადოებაში უწევს განვითარება, რომელშიც ვცხოვრობთ.
სადაც პატივს მიაგებენ ვერაგობას,
სადაც აზროვნების უნარი, რეფლექსებმა ჩაანაცვლა,
სადაც ლოზუნგების დახმარებით ფიქრობენ,
სადაც ბოროტება, ძალიან ხშირად, ცდილობს განათლების ნიღაბი მოირგოს...
მე არ მივეკუთვნები "თავისუფლების" მოტრფიალე იმ ადამიანებს ,
რომელთაც თავისუფლება გაორმაგებული ჯაჭვებით შეუბოჭავთ.
არც იმ სამართლის მსახურების რიგებში ვარ, რომლებსაც სწამთ, რომ სამართალს მხოლოდ მაშინ აღასრულებენ, თუ მრავალ თაობას უსამართლობისათვის განწირავენ.
ვცხოვრობ, როგორც შემიძლია, ამ უბედურ ქვეყანაში,
რომელიც მდიდარია თავისი ხალხითა და ახალგაზრდობით
და (დროებით) ღატაკი, თავისი ელიტით.
განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევ დასაწერ სიტყვებს, რადგან ისინი მეხმარებიან გამოვხატო პატივისცემა  იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სიტყვებს ელის ჩემგან და  ვცდილობ,  არ ვუღალატო მათ.
იმ წესრიგისა და რენესანსის ძიებაში ვარ, რომლისაც მე მრწამს.
ნამდვილი თავისუფლებისა და ღირსების გარეშე,
ცხოვრებას ვერ შევძლებ.
მე ასე ვხედავ ჩემს პროფესიას. 

ალბერ კამიუ
(ფრანგულიდან თარგმა ია  კალანდაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი