"ალბატროსი" - შარლ ბოდლერი
გასართობად, ზღვაში, გემის ეკიპაჟი, ხშირად იჭერს უზარმაზარ ალბატროსებს, რომ უძღვიან მათ ხომალდებს, ფრთების გაშლით და ცაში რომ მედიდურად ნავარდობენ. ლაჟვარდიდან მათ გემბანზე დაფრენილნი, როგორც ტლანქ და გაშეშებულ ნავის ნიჩბებს, მოუქნელნი, მობუზულნი, დარცხვენილნი, საცოდავად მიათრევენ თეთრ და დიდ ფრთებს. ფრთაშესხმული, ეს ღრებლების მბრძნანებელი, სასაცილოდ აუგდიათ გემზე კაცთა... ცოტა ხნის წინ მზისადარი, ცაში მფრენი, რა უშნო და უმწეოა ახლა მათთან... პოეტიც ხომ ცის სიღრმეებს ეშურება მათსავით სდევს მუდამ მძაფრი ქარიშხლები, მიწაზე კი, ბრბოში, სული ეხუთება, სიარულში ხელს უშლიან ვრცელი ფრთები. ფრანგულიდან თარგმნა ია კალანდაძემ L'Albatros - Charles Baudelaire Souvent, pour s'amuser, les hommes d'équipage Prennent des albatros, vastes oiseaux des mers, Qui suivent, indolents compagnons de voyage, Le navire glissant sur les gouffres amers. À peine les ont-ils déposés sur les planches, Que ces rois de l'azur, maladroits et honteux, Laissent piteusement leurs grandes ailes blanches Comme des avirons traîner à côté d'eux. Ce voyageur ailé, comme il est gauche et veule! Lui, naguère si beau, qu'il est comique et laid! L'un agace son bec avec un brûle-gueule, L'autre mime, en boitant, l'infirme qui volait! Le Poète est semblable au prince des nuées Qui hante la tempête et se rit de l'archer; Exilé sur le sol au milieu des huées, Ses ailes de géant l'empêchent de marcher.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი