“ლოცვა” - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი


უფალო, დამაუფლე პატარ-პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნებას.

მე სასწაულებს არ გთხოვ, არც ხილვებს,

არამედ - ძალას, ყოველი დღისთვის სამყოფს!

მაქციე დაკვირვებულ და მიხვედრილ ადამიანად

რომ დროულად შევძლო და შევიძინო ის ცოდნა და გამოცდილება,

რაც მახარებს ყველაზე მეტად.

მასწავლე დროის სწორად მართვა.

მიმახვედრე რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი.

მომეცი ძალა, ზომიერების განცდის და საკუთარი თავის ფლობის უნარი,

რომ ცხოვრებამ კი არ წარმიტაცოს,

არამედ თვითონ, სიბრძნით ვმართო დღეთა დინება.

შემეწიე, რაც შეიძლება უკეთ შევხვდე დღევანდელ დღეს , გავუსწორო თვალი და აწმყო გახდეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მიმახვედრე, რომ ცხოვრებას თან სდევს მრავალი მარცხი, სირთულე

რომ სწორედ ეს გვზრდის და გვხდის მოწიფულებს.

მაქციე ადამიანად, რომელიც შეძლებს ემეგობროს მასაც, ვინც წაიქცა.

ის კი არ მომცე, რაც მომინდება,

არამედ ის, რაც მართლა მჭირდება.

დამაუფლე პატარ-პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნებას!

ფრანგულიდან თარგმნა ი. კალანდაძემ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი