***დავატარებ ქაოსს...


დავატარებ ქაოსს სპეტაკ ანაფორაში,
სინანულის გრძნობათა ტანგო-ეიფორიაში,
ჩემთვის ფოთოლცვენაა - 
გუჯა მიწა სამარის
და უვიცთა სცენების ფარდა ბოლო ტაეპის. 

შორიდან მეღიმება ჩემს შრომაზე, ფუსფუსზე,
როგორც ჩრდილოეთის ქარს თვით საკუთარ მამულზე,
უსასთუმლოდ მყოფელი ვიკარგები სივრცეში -
ზეციური თვალები ირეკლავენ სინათლეს. 

ჩემი გარდაცვალება, როგორც ბოლო აკორდი,
აუტანელ ხმაურში პრელუდიად იქცევა,
და ამდენი აბსურდი, როგორც ყველა ტკივილი,
ერთი დიდი არსების სიზმრად მომეჩვენება... 

ელვისგან დასალეწი, მიმოქცევის ტყუილი,
ყალბი, ილუზიური ყოფაქცევით დაღლილი,
ჩემი სულის მშველელი -
მოქრის გრიფი წივილით,
და ბრჭყალებით მივყავარ უზენაეს ყოფაში. 

აქ ამ ნანაგრევებში იყო ჩემი სხეული, გაჩენილი ლოცვისთვისთვის, უხილავ სილუეტზე
დაბრუნებას არასდროს არ ისურვებს მოკვდავი,
ერთხელ გადატანილი, წაუშლელად მიჰქონდეს. 

მისტიკოსის სულია გასალანძღი კაცთაგან,
ვისი მიახლოებაც იყო გაურკვეველი,
ლმობიერი ვედრება, ახლა დადამბლურია
ერთადერთი ჟინია - მარად თავისუფლება. 

რა აზრი აქვს გარეგნულს,
როცა დამარხულია
სამუდამო ტკივილი უწიაღო ტყეებში, 
მონათლულ თაობაში, როგორც ჭიაყელებში,
ვერასდროს შორდებიან ჰორიზონტის სიმაღლეს. 

თუკი შემოქმედი ვარ, მე დავანგრევ კართაგენს,
უნაყოფო მასაში წმინდა ცეცხლის სტიქიით,
შემობრუნდი ჩემკენ, ჩემო დამბადებელო -
შემოქმედო, უშენოდ უაზრობას ვაღმერთებთ. 

სინერგიით შერწყმული
დაცემულ-აღდგომილი,
ბასრი სიტყვით გავარღვევ წყვდიადეთის საცეცებს,
ახლა ჩემი წყლულები, როგორც მტკიცებულება -
არსებობა ნამდვილი ელანდება მარყუჟებს.

იაკობ ქსოვრელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი