ყინვის ფიფქებო
ყინვის ფიფქებო უანგაროდ რომ შეგიყვარდით, ვიცი სინაზეს რა პირობა მოყვება სიმწრის. ჩემს თმებს უსრულებთ ბახის ტოკატას ჩუმი ღიღინით და საიდუმლოს მკვდართა ქვეყნის ნათლად მიგიხვდით... ბუმბერაზივით ისევ ქადაგებს თეთრი მყინვარი, ხმა შემუსვრილი უსმენს მაღალს ცეცხლის გრძნობებით, კაცთა შორის, ზეცის ხმისთვის მეც დაგმობილი- გთხოვთ მომეფეროთ, კვლავ ფიფქებო - ბახის ღიღინით... იაკობ ქსოვრელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი