***ვწევარ და ცაზე...
ვწევარ და ცაზე უამრავი ვარსკვლავი იწვის, ცივი სინათლე ისევ ბჟუტავს ამ სიშორიდან, რომ გავაღწიო, თუ მივაღწევ კიდეს საზღვრისა- პირქუშ სფეროებს მოვეფერები, როგორც მიჯნური... შავი ქაოსის სივრცეების უსასრულობა- ერთხელ სიზმარში გამომეცხადა როგორც სიკვდილი, ვიგრძენ გულისთვის ახლობელი და მშობლიური - ალბათ იმიტომ, რომ მასშიც იყო ღვთის სიყვარული. იაკობ ქსოვრელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი