ამოვიჭრიდი გულს
ამოვიჭრიდი, გადავაგდებდი ახლა ამ გულს, რათა არ ვიგრძნო მეტი მისი კრუნჩხვა, ტკივილი... უფრო მარტივად ცხოვრობს ქვეყნად, ეს ზუსტად ვიცი, გულქვა და უფრო უკეთ - გულცარიელი. აღარც ფრთები მსურს და არც მათი ყალბი იმედი, ხელცარიელი ბოლოს ვრჩები როგორც იობი, ათასი კითხვა შავ ფურცლებზე სისხლით ნაწერი დაიკარგება, როგორც სკნელში მუხის ფესვები. მე პოეტი ვარ, ისინი კი - კრიტიკოსები, მღვრიე ჭორები, შავი ამბები , მე - მარტოსული, ფიქრის ქსელებში კვლავ ვიცინი მწარე სიცილით - ექო მახშობს და მაყრუებს, როგორც ვეზუვი. თავისუფლება სხეულისგან სულს კვლავ სწადია, ვეღარ იმონებს ავხორცობას მისი კლანჭები, მოდი თაბორზე ავიაროთ, იქნებ რა ხდება, იქნებ დღესაა სწორედ ჩემი დღე დამშვიდობების... ამოვიჭრიდი ახლა ამ გულს, გადავაგდებდი, დარიგებით საწადელს ხომ ვერ მივაღწიე... სანამ მისი ფეთქვა მესმის საფეთქლეებში- ზუსტად იქამდე სალხინებელს დავემონები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი