ჯვარცმა
კვლავ წარიტაცა თვალნი ზეცამან, ლაჟვარდის იქით.... კაცთა ცოდვების გამო ეწამა ჯვარცმამდეც იგი. ვით ელვას ელვა სდევს მგრვინავ ღრუბლით, სცეს შოლტი რკინის, შოლტით გვემულს შეუმკეს შუბლი ეკლის გვირგვინით. თუ შოლტს ორ-მე-ოც ერთი დააკლდეს მოქნევით განზე, სანატრო იყო გვირგვინი ეკლის წამების გზაზე. წამების გზა და...გოლგოთა ძველი... (აჰ, ცრემლის ლული!) გარდაჭდობილით აღმართეს ძელით ზედ მიმსჭვალული, უწყოდა ხორცის მსხვერპლად გამღებმა, ზეგარდმო ნათლით რომ გარდამოხსნა და ამაღლება ელოდა მარტვილს. რას განგიმზადებს დრო, სულერთია პოეტო, გესმის? რამეთუ შენი ხვედრი ხვედრია უზენაესის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი