ნათანი


აღარ მადარდებს ვინ რას ფიქრობს-
გულში რას მალავს,
ვინ აჭმევს დევს 
თავის სულში-
ვინ დაკრაკნილ გველს,
მორჩა!
გათავდა!

აჰა, ისრაელ ჩემი ფეხით ვდგამ ამ ნაბიჯს და
აჰა, იუდა მევალება მეფის მხილება,
ტანჯვა და გვემა რას უშველის, ვიცნობ განაჩენს...
- მოგეთხოვება გული გახსნა უფლის წინაშე!

ახლა მიხვდი რომ კაცი იგი - შენვე ყოფილხარ,
რომ უნამუსო საქციელმა მოსპო დიდება,
როგორც მხეცი, უცხო ქალი ისე იგემე-
ჰოდა, ახლა გულის ცემა ძველს შეადარე...

აჰა, ღმერთო! აჰა ელოჰიმ - გული გავუპე,
სასახლეს ვტოვებ, მესმის ტირის -
ასეც იქნება...
მაგრამ ამ ამბავს რაღას შეცვლის მისი ვედრება- 
განაჩენი ხომ საუკუნო მიღებულია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი