ითმინე მარიამ!
ნაზად მშობელო შვილს ეხუტები, ცეცხლისებრ პურპურში შემოსილს... დედა ნუ დამსტირი! სისხლისფრად გოლგოთის- ლანდი იქსოვება- აწვე და სამი დღით... გაებმის მახეში შენსავით მშობლებიც- აქედან დროებით შორეთის, სხვა მხარის! ითმინე მარიამ! სიკვდილთან შეხების წუთი ჯოჯოხეთზე შენთვის უარესიც, ითმინე დედა ხარ! ითმინე შვილისთვის... შენ როგორც მხილველი ამდენი ჭრილობის, ვიცი გიკანკალებს ქალური სხეულიც, თუმცა უჭკნობელო ,ითმინე ეს თასიც ხალხმა რომ აგივსო ნაღველით სიმწარის - ითმინე დედა ხარ! ითმინე შვილისთვის... ითმინე ძელიდან ჩამოხსნა - დაკრძალვის სურნელი მირონის, ძვირფასი გუნდრუკის, ითმინე ქაოსი ზარდაცემულობის, შენ ერთადერთი ხარ ვინც გვერდს არ აუვლის, ყველა რომ გაიქცა იოჰანს შენღა შერჩი- ითმინე დედა ხარ! ითმინე შვილისთვის... შემდეგ დაკრძალვიდან ბრუნდები სახლისკენ, შალით შემოსილო უსიტყვო გოდებით, უცნობი ხალხია ეს ნათესავებიც, ამდენი წამების მნახველი შფოთავდის, მაგრამ, ოჰ მარიამ სიხარულ წინ გელის... ცაზედ ვარსკვლავები ჩუმად გლოცულობენ, კურთხევას ბოლომდე ვერ აცნობიერებ, დასრულდა ქალწულო ბოროტის ღრეობის... ჯერ კი დაიძინე... სიხარულ წინ გელის....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი