ორი თევზი


ორი თევზი ბრუნავს ჩემში -
ორი საწყისი,
სრულყოფილება ან აწყობილი ბევრი ნაწილი.

ეს ჩემი არსი დაკვირვებაა, სხვა არაფერი,
ფიქრის ბორბალი დალეწილი და შესადარი.

აწმყოს ისარზე მიმოყრილი მავთულ-ეკლები,
თავის ქალაში დაგროვილი უცხო ვალები.

სუნთქვა ჯილდოა გაურკვეველი დამსახურების?
თუ ის ძღვენია უზარმაზარი სიცარიელის?

გრძნობა ცეცხლია თუ სინათლე ბნელში მბჟუტავი?
ოკეანეა და ნაწვიმარი გუბის ამღვრევი!

ასეთ ხმაურში მეტად რთულია დაგმო გინება
და კვლავ გვახრჩობს მღვრიე წყლების ავი დინება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი