სულიერი მელოდია
გარეთ წვიმაა, სულში ქუხილი - დაბნელებული მწუხრის ვარსკვლავი; დნება სანთელი და მაცხოვარი ღია ჭრილობად ტოვებს ამ წუხილს. არ მერიდება ჩემი წაქცევა ქვაფენილებზე ნახეხ მუხლებზე, ლურჯ სიცივეში თეთრმა ვარდებმა გზა გაიკვალეს ჩემს სამარეზე. ბროლის გუმბათებს ვამსხვრევ კივილით, ვქსოვ ლაბირინთებს და ვყნოსავ მიწას, თავისუფლების მოპოვებისთვის გარდაცვალება ცრემლთა ლულია. მღვრიე წყალია, აღარ დალიო, რა დაგიტოვო მოსაგონებლად? ახლა ვვარდები, როგორც სიზმარში, სადაც აფრენა აკრძალულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი