დედა აღარ მყავს...
დედა აღარ მყავს, რომ დამიტიროს შენისა მსგავსად, როგორ უწოდეს ამ გულის ტკივილს? მგონი ,,პიეტა"... არავინ დაწერს, არც შეასრულებს ჩემნაირ მგზავრზე არცა რეკვიემს, არც ლაკრიმოზას სულთათანას ხმაზე... აქ ილუზორულ ქადაგებებზე დაჭიმულ მშვილდზე ჰკიდია ჩემი მოგონება და რასაც ვიტევ, ყველაფერს დაწვავს დავიწყება უბრალოების. ოჰ, სამწუხაროდ არ გიცნობდით იმპერატორნო, რათა თაობებს დავუტოვო ენეიდები, - და აღარც მინდა! სამწუხაროდ არ გიცნობდით წმინდა მამებო, რათა რამე მტკიცებული მზერით ამეღო, და თუ ვნახავდი იტყუებით - ისე წაგლეკდით... ბოლო-ბოლო ვერ გავიგე რად ხართ მართლები? ისევ წერენ, ისევ ფიქრობენ და კამათობენ, კვლავ მარხავენ ფუფუნებით ან გაჭირვებით; და ვერ გავიგე, როცა მოკვდება ბოლო ადამი - ეს სამყარო ვის თვალშიღა იქნება ნამდვილი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი