სარფში ნათქვამი


მე მხოლოდ ერთხელ დავიფიცე მზის ჩემი წილი,
და იმ წუთიდან სხვა ვედრება არ დამცდენია,
ვბელტავდი მიწას, თუ ქვის კოდვით მიკრთოდა ძილი,
თავად ხარ მოწმე რა ნაგლეჯიც შემომრჩენია.

ახლა ვდგევარ და კვლავ ჩემს მზის წილს იმედით ვუმზერ,
მჯერა და ვიცი არ დამმადლი ძმას სამოსახლოს.
ეჰ, კარგი იყო იმ ბედკრულ დღეს მოგესწრო სულზე,
როცა ჯერ ვრცელი მამულები მედგა შენს ახლოს.

მიყვარს სვანეთი, აფხაზეთი, რაჭა, შატილი,
მაინც ლაზიკას ისტორიის ჯურღმულში ვეძებ.
ერთი მტკაველი მეყოფოდა კიდევ მანძილი,
რომ ასე მწარედ არ მეტირა საკუთარ ბედზე,

მე მხოლოდ ერთხელ დავიფიცე მზის ჩემი წილი,
და იმ წუთიდან სხვა ვედრება არ დამცდენია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი