შენ ხარ ვენახი


შენ ხარ ვენახი, მე გლახაკი შენზე მლოცველი,
და მე მჭირდება მწყემსი კეთილი,
მე ვარ ირემი, ვინც შენს გარდა სხვა რამ ვერ ვნახე,
ჩემი წალკოტი მერამდენედ გადამითელეს...

და მერამდენედ მათგანავარ თავმოკვეთილი.
დაუოკებელ, ლტოლვას ჩემსას, ჰქვია წყურვილი,
მე მარილს ვლოცავ და მძაფრდება ჩემი სურვილი,
მარადიული სასუფევლის ყოფისთვის ვიღწვი,

მე კანდელი ვარ და სანთელი ჩემს მკერდზე იწვის,
სხივი ნათლისა ირმის ნახტომს გაკიდებული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი