სიცივე.


იცი რა მიყვარს?
სიცივე მიყვარს,
გათოშილ ხელებს
ჯიბეში რომ ითბობ.
მე სუსხიც მიყვარს
ცხვირს რომ აგიწვავს,
ძვლებში რომ გაზის
და კბილებს გიკრავს.
თვალებში ჩამდგარი
ბრჭყვიალა ცრემლები,
გადმოვარდნისას 
ღაწვებს რომ ხაზავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი