Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_seo9ases5vd23bvq3pm7h571ms, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ჭიანი ვაშლი - იდენი | პოეზია

ჭიანი ვაშლი


ციდან ვაშლი ცვივა, 
ბათქა-ბუთქით...
ნეკნებს აღარ ითვლის
აღარავინ.

კართან ჩაუვლია
შემოდგომას,
წითლად გახლეჩილა
ბროწეული...

ციდან რომ ცვიოდა
ვაშლი,
მაშინ გამახსენდა
კაშნი.

იმ დღეს დაგრჩენია
სახლში,
ვეღარ დაგაწიე
კარში.

თვალში არეკლილი
წამი...
სადღაც იკარგება
ზღვაში.

თურმე, ჭიანი ყოფილა
ვაშლი,
ევამ რომ ადამს აჭამა
ბაღში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი