არასდროს მიგატოვებ


ხორცი რომ დამაგლიჯონ,
სულში რომ ჩამაფურთხონ,
სულ რომ გადამთელონ
მაინც არ დაგტოვებ!

ყველამ რომ შეგიძულოს,
ყველამ რომ მიგატოვოს,
ძაღლივით გიერთგულებ
არასდროს მიგატოვებ.

ქვები რომ დაგიშინონ
მე გადაგეფარები,
შენს ჩრდილად ვიქცევი,
შენს ცად და ქალამნად.

გულში ჩაგიკრავ და,
ტკივილებს გაგიყუჩებ,
ჩემი სიყვარულით
ჭრილობებს შეგიხორცებ.

სულ რომ უსაშველო
გახდეს არსებობა,
მე, შენი ცრემლების
დარაჯად ვიქცევი.

არ მოგცემ უფლებას
ისინი შეიძულო,
მტკივანი გული
წყლულებით დაისივო.

ხორცი რომ დამაგლიჯონ,
სულში რომ ჩამაფურთხონ,
სულ რომ გადამთელონ
მაინც არ დაგტოვებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი