სამეგრელოს


სამეგრელო, ჩემო ნანა
კოლხის სუნთქვა გენაცვალა,
მიწიერი სამოთხე ხარ,
არსებითად, აღმაფრენა!

საქართველოს აკვანი ხარ
და მშობელი, მეგრელ ხალხის,
ქართველ კაცის ფარ-ხმალი ხარ
და მომსწრე ხარ ბევრი რამის.

შენს თავს ვფიცავ, ისე მიყვარს
ფაზისი და ცხაკაი,
შენი მწვანე მთა და მდელო
წაჩხური და ანაკლია.

სი რექ ჩქიმი გურიშ ვარდი,
შენი მსგავსი არსად არი.
უსკანეთი მუ ბქიმინა?!
არც სიცოცხლე აღარ მინდა.

მე რათ მინდა მაიამი,
პარიზი და ჰანოვერი,
მთელს მსოფლიოს მირჩევნია
ლებარდე და ვედიდკარი.

ხობის წყალი და ენგური
შენზე ლექსებს მიკითხავენ,
ტკბილხმიანად მიგალობენ
დიდოუ ნანა, ნანინა ნანას...

სამეგრელო, ჩემო ნანა
კოლხის სუნთქვა გენაცვალა,
მიწიერი სამოთხე ხარ,
არსებითად, აღმაფრენა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი