ორნამენტი
ვესაუბრები ისევ ისე წარმავალ დროს და, ფიქრები ისევ შენზე უნდა გადავამთელო. მე ვაფერმკრთალებ აზრებს ისე სასწაულებრივ, რომ თავი მგონია ლეონარდო და რაფაელო. მე ბევრი ფიქრი დავამჩნიე და ორნამენტი მე და შენს შორის არარსებულ გაუცხოებას. ისე მრცხვენია ჩემი თავის, აღარც კი ვიცი, სიტუაციას რა სახელი უნდა დაერქვას. ჯოკონდას ღიმილს ეფარება მზე ტანწერწეტა, მადონას სახეს ალამაზებს მთვარის სხივები. და მეც მჯერა, რომ ერთ მშვენიერ და ლამაზ ღამეს, სამუდამოდ და საუკუნოდ ჩემი იქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი