ნათქვამი და უთქმელი


იცი, ისევ შენზე ვფიქრობ,
ვემსგავსები გრანელს.
ყველა ფიქრი აბოდებს,
ყველა ფიქრი აფრენს
შენზე...

და თუ მაინც ვერ აგიხსნი სიყვარულს,
ვიტყვი: ამ წლებს ამაოდ არ ჩაუვლია;
მე გაძლევდი თბილ სიტყვებს და სათუთ გულს,
ამ წლებს ბევრი მოგონება დაუთვლია
შენზე...

მაგრამ მაინც სხვასთან ყოფნა არჩიე
და დამტოვე ზმანებასთან, ცოცხალმკვდარი.
ვერ გავიგე, მაინც რისთვის უარმყავი.
მე ცხოვრება ბოლოს ზღაპრად ვაქციე,
შენზე.
#სიყვარული#ფიქრი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი