ვაღიარებ
მე შემიყვარდი, ჰო, ვაღიარებ, ვიცი, რომ სულსაც მალე წავაგებ და წაგებული დავრჩები ისე, არარაობად აღარ ჩამაგდებ. მაგრამ მე ერთს გთხოვ: არ დაივიწყო მე და შენს შორის, რაც იყო მარად. როს მე ვნანობდე ჩემს ფიქრებს, რწმენებს, ეგ შენი მზერა დამეცეს ლახვრად. ისე მომწონდა შენი ღიმილი, სიკვდილსაც მწარედ დავაყოვნებდი, ჩემს წასაყვანად მოტანილ ცელით თავსაც შუაზე გადავუჩეხდი. მაგრამ რათ გინდა, ვერც შენ ვერ მამჩნევ, აღარც სიკვდილი მოდის უაზრო ამ სიცოცხლესაც ვატარებ ფიქრში, რომელიც გახდა ძლიერ უსაზღვრო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი