ჰორიზონტისაკენ
ძალიან გავხარ აპრილის წვიმებს, ხანაც თქეში ხარ, ხანაც ხარ დელგმა; შენი ლამაზი გამოხედვაც კი ვერვინ აღწერა სწავლულმა, ბრძენმა. კენტად დამაშვრალი დავიარები და ისევ ისე ვფიქრობ შენზე, ჩვენზე, მაგრამ პესიმისტი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, უპერსპექტივოა ყველა ჩემი განცდა. ამ ფიქრებთან ერთად მარტო დარჩენილი ვიცი, შენზე ფიქრი გადამაფერმკრთალებს, ჰოდა, გავეშვები ჰორიზონტისაკენ, გავუყვები ცაზედ დედამიწის თვალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი