ღამის თბილისი


ქუჩის ფარნები თბილად ანათებს,
მტვრიან ასფალტზე ჩრდილები ცეკვავს,
ღამე ფიქრებით სავსე გზას ათევს,
თბილისის გული რა მძიმედ ფეთქავს

არც დრო ითმენს და არც სიტყვა ჩქარობს,
სულის სიღრმეში რაღაცა ღელავს,
სიცივე იფარებს ნაცნობ პალტოს, და
ცაზე ძლიერად ჭექა-ქუხს, ელავს
#მუზა#თბილისი#ქუჩა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი