სივრცის საზღვარში


დროის ჩუმი დენა უცებ ჩერდება,

ჩრდილი ექცევა სივრცის საზღვარში...

ვინსენტ ვან გოგის მშვიდი და ნაზი

ღამის ვარსკვლავი —

ბრუნავს სიზმარში.

სწამს,

რომ ყოველი გრძნობა

ყოველი ფიქრი

ყოველი მზის და მთვარის ამოსვლა

ბედნიერება

ანდა ტკივილი —

მხოლოდ წამია

მხოლოდ გარდაქმნა.
#ლექსი#ფიქრი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი