მწვავ


კვლავ ჩვეული ღამეა ჩემთვის, შენ ალბათ, ყოველ ღამით სხვანაირად ხარ, ერთობი, კარგ დროს ატარებ, მეგობრებთან ხარ, ა.შ.
მე? მე ისევ ისე ვარ. ვწევარ ოთახში, ვუსმენ მუსიკას და შენს ცივ ხელებზე ვფიქრობ. ღმერთო, ჩემი ხელებიც ხომ ისეთი ცივი იყო... მაგრამ როგორ მათბობდი, და ალბათ მეც როგორ გათბობდი...
მართკუთხედი ფანჯრიდან შავი ცა მოსჩანს, ჩემს ოთახში სითბოა, მაგრამ მაინც ვგრძნობ, ზამთრის სასიამოვნო სუსხს, ნაადრევად მოსულს ჩემთან, ალბათ სხვასთანაც. შენზე ფიქრიც ასეთ სუსხს მგვრიდა ყოველთვის... და შენი სხეულიც ისეთი იყო, ეკლებივით მკბენდა, ნაზად და ცივად. 

ვწევარ და მგონი, რითმებს ვეღარ ვპოულობ, რომ მოგწერო და გითხრა, როგორ მომენატრე, როგორ მაკლიხარ, როგორ ჩამოგგლიჯა რაღაცამ ჩემიდან, და ახლა სისხლიც არ წყდება. არ მინდა ამ ყველაფრის გახსენება, მგონი, შენზე ფიქრიც მტკივა, მაგრამ აბა, რად მინდა სიყვარული ტრაგიკის გარეშე. 

მე ვერ ვპოულობ შენთვის სიტყვებს, ვზივარ ხოლმე ღამით მაგიდასთან, ვწერ, ვფიქრობ, ჩემიდან ყველა ნამცეც დარდს და სიყვარულს შენთვის, ფურცლებზე ვაცოცხლებ, მკლავ, მაგრამ მაინც შენს გარეშე არ შემიძლია, სიგარეტივით ხარ, ოღონდ მართლა კარგი ხარ, უბრალოდ, მე ავურიე რაღაცეები და ახლა სხვა რაღაცად გადაიქეცი. 

რა აზრი აქვს ჩემს დაეკლილ თითებს, და შენთვის არჩეულ, ფურცლებზე გაბნეულ, წვალებით დაკრეფილ ვარდებს.. კარგო, შენ მაინც არაფერს წაიკითხავ. კარგო, შენ მე დამწვავ,
შენ მე მმარხავ, ჩემო კარგო... 

და ისევ, მაინც, ასე საოცრად მიყვარხარ. მე ამას მხოლოდ სიკვდილის თბილი ხელი თუ ამომგლეჯს, გულის ყუთიდან.


5 ნოემბრის ცივი ღამე, წელი 2021.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი