არამხატვრულად გწერ


იმ დღის მერე, უკვე აღარაა ჩემთვის ასეთი ღამეები უცხო. შენ, ადამიანი, რომელიც არც კი მინახავს, რაღაცნაირად მაინც შეგიყვარე, მენატრები. მე შენს შეხებასაც კი ვგრძნობ, გესმის? ეჰ. მაგრამ რა აზრი აქვს? შენ სხვა გტკივა... წარსული გერევა და მას მისტირი. აქამდე მეგონა, თუ გაწუხებდი და მართლა ძალიან ვიტანჯებოდი, სიკვდილის ნატვრაც ვეღარ მამხნევებდა. თუმცა, ისევ დამელაპარაკე, და ისიც მითხარი, შენი სულიერი მეგობარი ვიქნებიო. ეს იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავს? 

მადლობა, მართლა მადლობა, რომ შენი დავიწყების საშუალება არ მომეცი, და კვლავ რომ მელაპარაკე. ასე უნახავად მიყვარხარ. 

იმ დღეს, თითქოს, როგორც ლამაზი ყვავილი, ისე ჩაგრგე ჩემს ქოთანში, შენ ჭკნებოდი, მეც რაღაც მჭირდებოდა, რომ ჩემი ცარიელი, ბინძური მიწა შემევსო და გამეფერადებინა. შენ კი სხვას მისტირი და შენივე ცრემლებით საზრდოობ. როგორ მტკივა, რომ არაფერი შემიძლია... როგორ მინდოდა, თავი შენი სულის ნახევრად მეგრძნო, მაგრამ... ამბობენ, ადამიანი თუ მართლა გიყვარს, სჯობს რომ გაუშვა, თუ იგი უშენოდ უფრო ბედნიერი იქნებაო. სწორიცაა, თქმა ამას რად უნდა. 

იყავი ჩემს ქოთანში, იყავი, სანამ კვლავ შეძლებ ველებში განავარდებას და წვიმით ბანაობას. მიყვარხარ, წახვალ, მაგრამ შენ მუდამ იცოცხლებ ჩემს ლექსებში და წერილებში. მიყვარხარ. ალბათ ასეცაა საჭირო, მე შენ ვერ გივლი, ალბათ საჭიროა, წახვიდე. 

მიყვარხარ. 

მართლა არ ვიცი, მეტი რა გითხრა. ნაადრევი ზამთრის ღამეა, და ვერ ვპოულობ შენთვის მეტაფორებს... ვერც მხატვრულად ვლაპარაკობ... თვალებიც მეხუჭება... 

კიდევ და კიდევ მიყვარხარ, 
იცოცხლე ჩემში!


25/11/2021
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი