ჩემი სიგარეტი II
[act 1: მეეზოვე] ჩემი ეზო თოვლის კუბოს ჰგავს... ცხედრებივით გაყინულ, ცხედრებივით უფერო, ცხედრებივით დასუსტებულ ფოთლებს მიწიდან ვკრეფ... ...მერე მიწაზევე ვდებ, ისე, რომ მოხაზულობით ვკრავ შენს სახელს, და ღია ხმოვნებს... [act 2: in denial] შენი წვრილი თითები წვერებით ერთმანეთს ეხებიან, უსასრულო, უძირო ორმოს ქმნიან, სადაც ის თეთრი ვარდი ბრუნავს... ვერ ისვენებს, ბრუნავს, ეკლებს გულის კელდებზე შიგნიდან, ნაზად ურტყამს. [act 3: 6:00AM, რკინიგზის სადგური ცარიელია] თითქოს, სადღაც გავრბივარ. არა, არა, უბრალოდ, გარეთ გავდივარ, და ეს ჰაერი მგუდავს. ...მატარებელი მოდის, მოიწევს, თან, მწეველივით, მძიმედ სუნთქავს. აჰა, მოვიდა, პლატფორმაზე დადგა კიდეც. - მაინც, სად გინდა წასვლა? - ვაგონის ღია კართან, უფეხო, უტანო ბიუსტივით ვდგავარ, კონტროლიორივით ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას. - არ ვიცი. - ვბურტყუნებ და სარკმელში ვამჩნევ, რომ ტუჩები ფინიკივით გამომიშრა. შენ მახსენდები - უჩემოდ, და ჩემი თავი - უშენოდ. ან, უფრო მარტივად, უფრო ადამიანურად რომ აგიხსნა, ერთმანერთი - უერთმანერთოდ. [act 4: outdoor suicide] - ჩემო ყვავილო, ხმები? - კითხვას სვამს, იცის, რომ პასუხს ვერ მიიღებს, დაუძლურებულ, მოძრაობას მონატრებულ, წვრილ, მწვანე ტანზე ნაზად ახვევს მის წითურ თმებს. - ხეებო, თქვენ ხომ მაინც, არ გახმებით? - გულით ამბობს... მაგრამ, განა მე მესმის? ალბათ, უბრალოდ, მე არ მესმის... მე ვაზი ვარ, ხისავე ღობეზე ვწვები. მერე მასვე ვახმები... ...თოვლის კუბოში ვწვები... - გაიღვიძე- Fin.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი