ჩემი სიგარეტი III
[act 1: confess] პოეტი არ იგონებს სევდას, იგი თვითონაა ამ სევდის შემოქმედი. ...ჩემს ცარიელ ოთახში, მეცემოდა ბნედა... უიმედობის და მოლოდინის ტვირთივით მძიმე ბნედა, თანაც, მოხრილ ზურგზე, დაუყოვნებლად. -შენ შემოხვედი? - პასუხს, მხოლოდ კარი მიბრუნებს, ჭრიალებს, ჩერდება, ჭრიალებს, ჭრიალებს... ...გარეთ, ბავშვივით ნორჩი მანდარინის ნერგი, მშობელ მიწას პატარა ფოთლებით უნიავებს, ჰგონია, რომ შველის. [act 2: ბურდღუნი ტრამალში] სახლს აღარცერთი ადგილი ჰგავს... ყველგან უცხო მგონია ჩემი თავი. აპრილი ზრუნავს ჩემზე, შეხებას მოკლებულ სხეულზე, მაფარებს ყინულის საბანს. -სხვა ვინ გხედავს, ჩემი თვალით? ან, ჩემნაირად, ვის ჰგონიხარ უცხო? თუმცა, საკმარისია ისიც, რომ გიცნობდი, სულ რამდენიმე წამით... ...(ვბურდღუნებ)... [act 3: ვაჟასეული მელანქოლია] ლურჯი ზამთარი ამ მელანქოლიას, თითქოს ყველა დანარჩენს უთმობს, გაზაფხულიდან, შემდეგ ზამთრამდე, სევდაა აღმართული, გოლგოთაზე, რამდენიმე ჯვრისებრი ხაზით. ...ეზოში, კი, თეთრ უკვდავებას ლამობს, გული, იღბალზე გამწყრალი. [act 4: somewhere far] სარკმელიდან ვხედავ, ერთმანეთს უცქერენ, ციტრუსები, ტოტებზე დაბმულნი, და მიწა - მათი საწყისი - ჩემი სამარე, წვიმით დამთვრალი. ...და მაინც, იქნებ, შენ ხედავ, ჩემი, ლურჯი დაისისებრი თვალით? Fin.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი