ჩემი სიგარეტი IV
[act 1: მიტოვებული გაზაფხული] რამდენიმე წამის წინ, ჩემმა გარემოცვამ მამცნო, რომ იწვიმებდა. ...თითო წვეთი, ბალახის თითო ღერამდე, სულ ქვემოთ, ჩვენი ხელებივით გაიჭიმება. ჩემი სევდაც, ალბათ, რამესთან გაირითმება. ...მე მაინც მივეცემი დავიწყებას... [act 2: a picture that i will forget] ჭაღარა ბეტონის ნაჭრების ერთობლიობა, ჩარჩოს კრავს, მიშენებს, ფანჯრისებრ, ბრტყელ საკანს... ...და მე გავყურებ, ერთადერთ მაღალ ხეს, რომელიც, შენსავით შემორჩა, ჩემი უგრძნობი გულის ტრამალს. მე აღარავის ვგავარ. მე მამგვანებენ, ამბავს, გრძელს, მკბენარას, თუმცა, მაინც, წარმავალს. ...შენსავით, ლოდივით, მძიმედ დაგორებულს და წარმავალს. [act 3: a memoir in a dream] - წუხელ გნახე, იცი? - არადა, მე, საცოდავს, თეთრი ღამეღა მახსოვდა. - და, როგორ? მე, მხოლოდ ფერგადასულ პორტრეტად მახსოვხარ... - არადა, წუხელ, ისე ნაზად, თან, ისე მწარედ, მაკოცა, თვითონ მაქცია, ჩემი თვალების დამაბრმავებელ კამარად... ...მატყუებს ნაზად... მერე, ალბათ, ღატაკის სახლივით, უსინდისოდ, თვითონაც, ღატაკივით გამძარცვავს... მაგრამ, მაინც, ბოლოს შემეხება, ბოლოს მაკოცებს, თავისებურად - ხარბად. ყველაფერი სიზმარია... [act 4: წითელი წერილი] ბოლოს, მაინც, ჩემსავით ნორჩ ნერგს გავცემ... ტანიდან კოჭამდე აღვწერ... ან ხატად დაგწერ, ან, პიესად. ...მარტოკაცივით დაველოდები უარეს განჩინებას. Fin.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი