ჩემი სიგარეტი V
[act 1: თუკი დარწმუნდი...] მე რომ ყველაფერი მივცე დავიწყებას... ან... მე რომ მონაზონი გავხდე, შავი და სქემა... უჩემოდ, შენც მიეცემი, დამაბრმავებელ ბნედას? მაინც მოვკვდები, როგორც ურჯულო, როგორც უღმერთო... თუმცა, რამე შესატყვისთან გაგრითმავ, ჩუმად, ულექსოდ... [act 2: ...და თუკი დაბრუნდი...] ახლა, ჩემს ხეებს, ნათელი, მწვანე ფოთლების კაბები აცვიათ. ზამთარში, უთუოდ, უფრო მუქზე გაცვლიან. თუმცა, არასდროს ჩაიცმევენ ჭირისუფლის სრულყოფილ შავს. ჩემი ოთახი ჰგავს ღამით შემოსილ, შავით შემოსილ, ჰიჯაბიან ზღვას. ...ჩემზე ახია. [act 3: stone face] ...ჩემზე ახია... ეზოში, ძეგლივით, ჩემი დარდია, საუკუნოდ, უგრძნობად მდგარი... მეც, ასე, გაშეშებული, ლოდინს ვერ ვერევი... მრავალგზის დაკარგული რომელიმე "ღმერთივით" გელი, როგორც ქუჩის ძაღლი. [act 4: for eternity and beyond] ვერც უშენობას ვეჩვევი. ვერც, უშენოდ, უჩემობას. თეთრ ტანსაცმელს სისხლის მაგივრად, ვსვრი ლურჯი მელნით. მერე სანაპიროზე ვთვრები... ნაბიჯი ერთი... ...პასუხად, წაბარბაცება. ნაბიჯი ორი... პასუხად, უკვე, წაქცევა... ნაბიჯი... მერამდენე... ...უკვე თვალებში მზე მაქვს... ერთ დღესაც მაცოცხლებს უკვდავებით მოკლული ღმერთი... დღე... მერამდენე... *** ისევ ვთვრები. Fin.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი