ჩემი სიგარეტი VI


[act 1: rats]

მარტოობით დაბრმავებულს,
ორი ნაცრისფერი თვალი მაქვს.
ჩემს წინ ბობოქრობს
ქაღალდის გალია.
მზის ბაგეზე - ნამია.
ეზოში
უმოწყალოდ
რომ ბობოქრობს...
გამოწვდილი ხელით,
წვიმისთვის რომ მათხოვრობს...
ჩემი ქალაქის ქარია...
ვეღარ ვიტან ამ 
ქაღალდის გალიას...
ცოტაც და გავღრღნი,
კედლიდან კედლამდე,
ჭერიდან ჭერამდე...
...სანამ სულ ნაცრისფერი,
გვამისებრი დავრჩი...
შენ, ცოტა ხანს,
ჩემთან დარჩი...
დარჩი...
სანამ ღუზა არ ჩავა
ტალღიდან
ოკეანის ფსკერამდე...

[act 2: ფრესკა]

მე ფრესკა ვარ,
სახე,
       მიმიკა,
                  მზერა-ათლილი...
მზის სხივის მახვილით...
ლოყიდან
ცრემლად
მირონი
ჩამდის... 
ყელამდე.
აქ, ამ ტაძარში,
უშენობა 
დაძრწის...
...და არა ღმერთი.

[act 3: "კნიაზის ცოლი"]

-შენ რა მოგიყვანს, ჩემამდე? - ბურტყუნებს მშვიდად,
ხან ნეკნებს შორის აძვრენს ისარს...
ფრაზა ყოველთვის ერთია...
ნეტავ,
ნეტავ, 
კიდევ რამდენიმე
წამი წაგერთმია...
...უშენოდ,
უსიყვარულოდ,
სული წარწყმედილა.
უშენოდ,
ულექსოდ...
რითმა
მიწაში
ხეებად
ჩანერგილა.

[act 4 : Alzheimer's disease]

დავბრმავდი,
ისე, რომ
დაბრმავებასაც ვეღარ ვგრძნობ.
დავმდაბლდი...
უფრო და უფრო...
მე, ხე,
შენს ღრუბლების ლოყებს ვერ მივწვდი,
ვერ ავმაღლდი...
ვეღარავის ვცნობ...
მივდივარ სახლში,
უბანში,
ან სადმე, სხვაგან,
და ვდგები კარში.
ვეღარაფერს ვცნობ...
გულის ჯიბით ვატარებ
პოლაროიდის რამდენიმე
ფოტოს.

Fin.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი