ჩემი სიგარეტი VII


[act 1: მეწამულისფერი]

ოთახის კედლებს ვაშტერდები,
იმ ოთახის კედლებს...
რომელთა შუაში
მოქცეული
მეხუთე წერტილი,
შენ გაღმერთებდი...
ისინი ჰგვანან
დაისის ცას,
მეწამულისფერს...
გაფართოვებული თვალებით
ვახავსდები სარკეს,
როგორც ანარეკლი იზამდა.
ვახავსდები მზეს...
თუმცა,
ღრუბელმა,
შენ რომ დაგიცვას, ამოგეფაროს,
ქუსლები გადაიტყავა...
ბოლოს, მაინც,
ჩემთან ერთად გარდაიცვალა.
ფიქრი წვიმიანი - საჰარაში გაიტანა,
ცრემლების და დარდის ქარავნიანად.

[act 2: submarine coffin]

ხელ-მოკვეთილ ტანზე
წამოზრდილი 
უხილავი,
ტოტებივით თითებით,
ვებღაუჭები მარჯნებს...
თუკი შენ,
წერილად დამწერ...
ან, ვაზასავით დამამსხვრევ
და სიტყვებივით,
ფრაგმენტივით გამაბნევ...
...მე,
ძირგამოცლილი
გემი,
ღუზის გარეშე
ჩავიძირავ თავს...
...დავლევ ზღვას,
ოღონდ,
შენს წინ ვიდგე,
ოღონდ, გითხრა-

[act 3: lake of guts]

უცებ, ხმა ჩამიწყდა,
ფიქრი დამავიწყდა.
ყოვლის შემქნელმა
ხელახლა გამაჩინა.
მოლბერტზე
ბოღმიანი მხატვარის
საღებავად დამწინწკლა.
...საღებავის წვეთები ჰგვანან სისხლს,
მეწამულისფერს.
ქვაზე ამოტვიფრული
შენი სახელი მიჭირავს ორივე ყბით,
დაბმული ძაღლივით 
ხმა ჩამწყდარი ვყეფ...

[act 4: death consumes...]

- არ ვაღიარებ,
არ შევიცნობ.
არ ვაზიარებ,
ის ხომ
მაღალს გმობს... - მომაკვდავი ვუსმენ მღვდელს.
სხვა სათქმელი აქვს ღმერთს...
მე ის ვინატრე,
მცოდნოდა,
რაზე ფიქრობდი შენ...
(ვებღაუჭები შენს ცივ ხელს...
თურმე,
მომაკვდავი,
კიდეზე ვებღაუჭები
სარეცელს).

***

სხვა სათქმელი აქვს ღმერთს...
სხვა სათქმელი გაქვს შენ...
სხვა ამბავს მოვუყვები მკვდრებს,
სამუდამო სიბნელის,
მუდამ უთანავარსკვლავედო
ცის ქვეშ.

Fin.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი